"გადავწყვიტე, ჩემი ნამდვილი მამა გავიცნო... ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა... დიდ პატივს ვცემ ჩემს მამინაცვალს, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, იმ გვარისთვის, რომელსაც ვატარებ..." - თამო ვაშალომიძე - მშობლები

"გადავწყვიტე, ჩემი ნამდვილი მამა გავიცნო... ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა... დიდ პატივს ვცემ ჩემს მამინაცვალს, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, იმ გვარისთვის, რომელსაც ვატარებ..." - თამო ვაშალომიძე

2026-10-08 17:04:07+04:00

მოდელი და ინფლუენსერი თამუნა ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, მას სურს ბიოლოგიური მამის გაცნობა. როგორც ცნობილია, თამუნა მამობილთან იზრდებოდა - ცნობილ გიტარისტ კაკო ვაშალომიძესთან და გვარიც მისი აქვს.

- ერთი გადაწყვეტილება მივიღე და უნდა გაგიზიაროთ. გადავწყვიტე, რომ გავიცნო ჩემი ნამდვილი მამა. თავიდან ვფიქრობდი, რომ არ მაინტერესებდა, არ მინდოდა... ახლა მარტო ვარ, ბავშვები მამასთან არიან, არის ღამის ოთხის ნახევარი, და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ ხვალ ალბათ დედაჩემი... დედა, ნახავ ამ ვიდეოს უკვე, შენ უფრო ადრე იღვიძებ... ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო და ვარ იმისთვის მზად, ყველანაირად - ფსიქოლოგიურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიცნო... მე იმას ვერავის შევპირდები, რომ რაიმე სიყვარულს მიიღებს ჩემგან... მაგრამ უნდა ვიცოდე. უნდა ვიცოდე ყველაფერი, ვიცნობდე, ვინ არის, უნდა ვიცოდე, მყავს თუ არა... და ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს მამინაცვალს, მადლიერი ვარ ყოველი წუთისთვის, წამისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. იმ გვარისთვის, რომელსაც მე ვატარებ. მადლობა... და ყოველთვის, შეიძლება არ მაქვს ურთიერთობა მე კაკოსთან, მაგრამ უდიდესი სიყვარული მაქვს მის მიმართ, პატივისცემა მაქვს. არის ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები, როცა შეიძლება ადამიანებს, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ გამოგვივიდეს, მაგრამ მე ყოველი წუთი და წამი კარგი მინდა მახსოვდეს მისგან. და იმედია, მასაც...

შესაბამისად, 35 წლის ვარ და არის ის დრო, როდესაც ელემენტარულად უნდა მივიდე და ვნახო, როგორია... ჰოდა, არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ და როგორ მომიწონებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ასე გადავწყვიტე. და როდესაც ეს მოხდება, გაგაგებინებთ აუცილებლად.

ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“... როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, მაშინ გავედი... რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო - რას წერს თამუნა ვაშალომიძე უხერხულ მომენტზე
2 მილიონი ლარი ვალი მაქვს... თქვენ როგორ ფიქრობთ? როცა სახლიდან მოდიხარ, ქირით გადადიხარ, მანქანა, უამრავი ხარჯი... ჩემი ყოფილი ქმარი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული... ის დამშორდა და არა მე - თამო ვაშალომიძე
15 წლიდან მარტო ვცხოვრობ... ის პერიოდი, როცა უნდა მესწავლა, სტუდენტობა გამომეცადა, მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში... პატარა თამოს 99%ავუსრულე ოცნებები... ახლა ჩემთვის ბედნიერება შვილების აღზრდაა... პირადმა სტრესმა გამაძლიერა...'' - თამო ვაშალომიძე