23 წლის ცნობილი ბლოგერი, გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილი, გარდაცვლილი იპოვეს - მშობლები

23 წლის ცნობილი ბლოგერი, გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილი, გარდაცვლილი იპოვეს

2026-11-15 12:40:56+04:00

ცნობილი ქალბატონის, საიუველირო ნაწარმის დიზაინერის, ანა ვიტორია მოტას ქალიშვილი ვიქტორია (ვივი) მოტა რიო-დე-ჟანეიროში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბრაზილიური გამოცემა VEJA-ს ცნობით, რიო-დე-ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 ვიქტორიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მისი გარდაცვალების ამბავი გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მან ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში თავისი სამოსის ფოტოები გაავრცელა და მოდაზე ისაუბრა.

1200x1200-0xbadxouxh-4606635029317170400-1794732874.jpg960x640-0xif5yzf2q-1190644782708034476-1794732874.jpg

493x621-0xbfalrjlu-5727546115666410229-1794732874.jpg

ვივი ძირითადად თავისი TikTok პროფილით იყო ცნობილი. ბლოგერი იწერდა ვიდეოებს მოდაზე, აჩვენებდა ყოველდღიურ სამოსს, აზიარებდა სამოსის იდეებს და საუბრობდა ბრაზილიაში ცხოვრებაზე. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვივის სხვა სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა და მისი TikTok გვერდიც დაიხურა.

პროფესიით სამართლის სპეციალისტი იყო, თუმცაერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც The Code Rio-ს მისცა, ამბობდა, რომ სამართლის სწავლამ უფრო ანალიტიკური აზროვნება განუვითარა, ხოლო მოდა და კონტენტის შექმნა შემოქმედებითი მხარის გამოხატვის საშუალებას აძლევდა.როგორც ჩანს, მას ორივე მიმართულების განვითარება სურდა და მხოლოდ ინფლუენსერობით არ შემოიფარგლებოდა.

გარდა იმისა, რომ ვივი თავად იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელიც იყო. ვივის დედა ანა ვიტორია მოტა ცნობილი იუველირი და რიო-დე-ჟანეიროს მაღალი საზოგადოების წარმომადგენელია. ხოლო მამა, მარკ ზამიტი, ცნობილი ბიზნესმენია.

5558669052-fca29bb2ac-1794733030.jpg

mark-e-anna-1794733030.webp

11 ნოემბერს, დაკრძალვის დღეს, ოჯახმა და მეგობრებმა სან-კონრადუს სანაპიროზე ვივის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. შეკრებილებს თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც ვივის ფოტო იყო გამოსახული. გაუშვეს თეთრი ბუშტები, ერთად ილოცეს და დაემშვიდობნენ მას.

images-1-1794733230.jpeg

images-1794733230.jpeg

117120-1794733272.webp

Victoria’s Secret-ის გარშემო სკანდალი აგორდა - ბრენდს ანგელოზების ცნობილების შვილებითა და ინფლუენსერებით ჩანაცვლების გამო აკრიტიკებენ
27 წლის ცნობილი ინფლუენსერი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - რას ამბობენ სამართალდამცველები
ცნობილმა მოდელმა და ინფლუენსერმა გამომწერებს გაუმხილა, რომ მის პატარა ქალიშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ძალიან რთულ პერიოდს გადის