ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ წავიდა რუსეთიდან და ჯერ ისრაელში ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი - კვიპროსში, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. თავად ძირითადად ფილტრით დებს ფოტოებს და მაკიაჟით, რამდენჯერმე კი საჯაროდ გამოჩნდა. მაგალითად, ბოლოს იურმალაში იყო ქმართან ერთად და ხელჯოხით გადაადგილდებოდა.


- 4 თვე უძრავად ვიყავი, დავეცი და ფეხი მოვიტეხე. მეგონა, ვეღარც დავდგებოდი ფეხზე. პანიკური შეტევები მქონდა ეს 4 თვე. გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა 6 თვეც გაგრძელებულიყო. მერე მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს ნებისყოფაზე. ასე ავდექი და ცოტა ხანს ვივლი ჯოხით... - აღნიშნა მაშინ ალამ.საუბარში მაქსიმ გალკინიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს პუგაჩოვამ გულის ოპერაცია გაიკეთა. უბრალოდ, ფეხი მოიტეხა.
ამჯერად კი ალამ გულახდილი ფოტო გამოაქვეყნა - უმაკიაჟოდ და უფილტროდ.

რასაკვირველია, ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ასაკის შესაფერისად გამოიყურება, სხვები კი ვარაუდობენ, რომ პრიმადონას სახე დაჭიმული აქვს.