"ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი... რა ძალამ გამაძლებინა, როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი..." - თამუნა მუსერიძე - მშობლები

"ერთი თვე ვკითხულობდი, როგორ მღალატობდა ქმარი... რა ძალამ გამაძლებინა, როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი..." - თამუნა მუსერიძე

2026-11-26 23:29:28+04:00

გვანცა დარასელიას პოდკასტში ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე დაწვრილებით ყვება ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბებზე, საკუთარ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე.

კარგი გოგოს კომპლექსი

- ჩემი ცხოვრებების ყველა ეტაპზე ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ეს კარმა მაქვს ასეთი იმიტომ, რომ ალბათ სანამ დავიბადებოდი, მანამდე დამნაშავე ვიყავი იმაში, რომ საერთოდ იმ ადამიანების ცხოვრებაში გავჩნდი, ვის ცხოვრებაშიც არ უნდა გავჩენილიყავი ეს მერე ფსიქოლოგთანც გავიარე... ეს დანაშაულის შეგრძნება მომდევს ბავშვობიდან, სულ მგონია, რომ რაღაცა დავაშავე და სულ მინდა, რომ კარგად მოვიქცე, რომ დამნაშავე არ ვიყო რაღაცაში...სულ მინდა, რომ კარგი გოგო ვიყო. ეს კომპლექსი მაქვს — მინდა, ყველასთან კარგად მოვიქცე. ხანდახან იმდენად გადამეტებულად მომდის ეს კარგად მოქცევა, რომ მერე ამ საქციელს სხვანაირად აღიქვამენ...ეს დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, მაიძულებდა, სხვისი შეცდომებიც გამომესწორებინა. მინდოდა, მარტო მე კი არ ვყოფილიყავი კარგი, არამედ სხვებიც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მე სწორად მიმაჩნდა...მივხვდი, რომ როდესაც დახმარებას არ გთხოვენ, არ უნდა დაეხმარო.

სულ გადამრჩენელის როლს ვასრულებდი. სულ მეგონა, რომ ამ ადამიანთან კარგად რომ მოვიქცეოდი, ისიც კარგად მოიქცეოდა. მოკლედ, საბოლოოდ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო...

ღალატი

ჩემი ბრალი იყო ყველაფერი — შეყრაც და გაყრაც... აქაც ჩემი მოლოდინები და ილუზიები იყო პრობლემა. ეს ილუზიები არავის შეუქმნია ჩემთვის. მე არავინ არაფერს შემპირებია, არავის უთქვამს, ამას ვიზამ, იმას არ ვიზამო.ეს ყველაფერი მე თვითონ გადავწყვიტე. მეგონა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ რაღაცები სწორად იქნებოდა. მე ქალწული ვარ, ყველაფერი ძალიან სწორად და დალაგებულად მაქვს წარმოდგენილი. ყველაფერს ასე ვაკეთებ.

...მე უბრალოდ მოვყევი, რაც იყო. სანდროზე რაც მოხდა, დედაზე რაც მოხდა და ზოგადად, როცა რაღაც ამბავს ვყვები, საზოგადოება ამას ისე იღებს, როგორც თვითონ აღიქვამს...მაგრამ საბოლოოდ მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმაში, რომ ეს მოვყევი და საზოგადოებამ ასე მიიღო.

საჯაროდ მოყოლამ უკან დასაბრუნებელი ხიდი მომიჭრა... ეს ჩემი თავისთვის გავაკეთე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. იმიტომ, რომ მაინც ვაპატიებდი.

მას ხომ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი... ჩემი სთორიდან გაიგო: „ჰელოუ, სანდრო, ვიცი“.

...ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი... ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა.ლეპტოპში Facebook ჩართული ჰქონდა დატოვებული... ასე ვუყურებდი მთელი ერთი თვე.

რა ძალამ გამაძლებინა, არ ვიცი. როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ საუბრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან...

ასე ვიჯექი.

ბოლოს ღამის ორ საათზე რაღაც მოხდა... მივწერე ჩემს ახლობლებს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მოსულიყვნენ. ეს ყველაფერი უკვე იმ ეტაპზე იყო, როცა ურთიერთობა ჩამოყალიბებული ჰქონდათ...

ყველანი ჩემთან მოვიდნენ. ვიფიქრე, ახლა მივალ იქ, ადგილზე-მეთქი, მაგრამ კარგია, რომ არ გამიშვეს...

ასე ვიჯექი და ვუყურებდი ყველაფერს. მეორე დღეს კი სთორი ჩავწერე...

შვილები და ყოველდღიური ცხოვრება

...ახლა მოვალეობები გადანაწილებული გვაქვს. პარასკევს, შაბათსა და კვირას ის არის დედაც და მამაც, დანარჩენ დღეებში კი მე ვარ დედაც და მამაც.თუმცა მე უფრო დატვირთული დღეები მერგო...ძალიან მიჭირს დროის განაწილება, რადგან ბავშვები ბევრ წრეზე დადიან და სულ გადარბენაზე ვარ...

მე და ჩემი უფროსი შვილი ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. უკვე დიდია და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. არასდროს გვქონია ერთმანეთთან რამეს დამალვის საჭიროება. აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს.იცის ის პრობლემებიც, რაც ახლა მაქვს და ძალიან მიდგას გვერდში...

პირველ რიგში, ვცდილობ, შვილებს მაქსიმალური განათლება მივცე. ვფიქრობ, ბავშვისთვის ყველაზე მთავარი სწორედ განათლებაა — ის, რაც მშობელს შეუძლია მისცეს...

დედის შესახებ კომენტარებმა ძალიან დამაკომპლექსა. როცა მწერდნენ, დედამისი ვინ იყო და ეს ვინ იქნებაო... თითქოს უფრო მეტად, გადამეტებულად დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ. სკოლა, ინგლისური, ხატვა, ცეკვა, კერამიკა, სხვადასხვა წრე და აქტივობა — ვცდილობ, ყველაფერი გავუკეთო.იქნება ეს ტანსაცმელი, ტელეფონი, სკოლა თუ გართობა — მინდა, ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ და რაც უნდათ... იმიტომ, რომ ჩემზე არ თქვან: „დედამისივით დედააო“.

ბიოლოგიურმა დედამ პირველ და უკანასკნელ შეხვედრაზე ჯოჯოხეთი გამომატარა... 40 წლის თავზე მეორედ მომიშორა, საზოგადოებრივი აზრის გამო... მამაოსთვის აღსარებაზეც კი არ მითქვამს შენზეო... - თამუნა მუსერიძე
არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი - თამუნა მუსერიძის მორიგი გამარჯვება და დიუშენის მქონე პაციენტების მხარდაჭერა ვარშავის სცენიდან
12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა... ქმრის ღალატმა ნაკუწებად დამამსხვრია... პერმანენტულად მესამე პიროვნებები ჩნდებოდნენ ჩვენს ურთიერთობაში, მე ვიცოდი ამის შესახებ... წელს იყო დაგვირგვინება... - თამუნა მუსერიძე ქმარს დაშორდა