"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... საქართველოში მითხრეს - აუტიზმი... სინამდვილეში უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება..." - ნუკი კოშკელიშვილი უფროსი ვაჟის დიაგნოზზე - მშობლები

"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... საქართველოში მითხრეს - აუტიზმი... სინამდვილეში უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება..." - ნუკი კოშკელიშვილი უფროსი ვაჟის დიაგნოზზე

2026-09-16 00:45:03+04:00

პოდკასტში KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად ნუკი კოშკელიშვილმა დედობის გამოწვევებზე ისაუბრა.

- საქართველოში განსაკუთრებით არსებობს ბებიის, მეზობლის, ნათესავის აზრი, რომელიც აი, ჩახტომით არის ჩვენს პირად ცხოვრებაში. აუცილებლად ვიღაცა დაგარიგებს ჭკუას. ორი თვის ჩამოსული ვარ და ყველაფერი მასწავლეს უკვე საერთოდ. რა ვიცი, რა არ ვიცი, როგორ უნდა ვაჭამო, ეს ფეხები რატომ აქვს შიშველი, ეს კარგია, ჩააცვი რაღაცა. კონდიციონერში ნუ გყავს, ფილტვების ანთება დაემართება... ოცდაოთხი საათი კონდიციონერში მყავს დაბადებიდან, ეგ არაფერია, მაგრამ ნუ, აი, როგორ, ახლა რას ნიშნავს... ეს მიღებული ამბავია.

ძმები

როდესაც მე ჩემს შვილს ვუთხარი, რომ ძმა ეყოლებოდა, ანუ დედმამისშვილი ეყოლებოდა, არ ვიცოდით ჯერ ძმა თუ და, ძალიან გაუხარდა. ძალიან გაუხარდა, ალბათ იმიტომ, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია — შვიდი წელია.ძალიან უნდოდა ძმა ან და. ისე დამღალა, რომ არ ვაპირებდი და მერე ცოტა რომ დავისვენე, „კარგი-მეთქი“,მოვიფიქრე და ხო, მეორეც მივაყოლეთ.

ძალიან უხაროდა. მერე სულ ვფიქრობდი, ხომ არ იეჭვიანებს. პირველი, რაც წავიკითხე და მოვიძიე ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით, გავაკეთე შემდეგი რამ: ეს დღე, ანუ, ჰოსპიტალში მოსვლა, გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე უფროს შვილზე. ანუ თითქოს უმცროსმა გაუმზადა საჩუქარი, იმიტომ, რომ ეს იყო მათი გაცნობა. პირველის, უფროსის ზეიმი იყო. ეს იმიტომ, რომ პატარა ვერ ხვდება ამ დროს და უფროსისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია...უფროსის თანდასწრებით მაინცდამაინც არ ვეფერები. მიკითხავს კიდეც, რომ „აი, ხომ არ ნერვიულობ, რომ მე და შენ ერთად აღარსად მივდივართ?“

ამბობს, რომ არა, სულ დასდევს, სულ კოცნის, სულ იმისთვის რაღაცებს აკეთებს. მაგრამ ქცევა არის შეცვლილი. შეცვლილია ბავშვი. ბავშვი, რომელიც სულ მიჯერებდა, ახლა არ მიჯერებს ისე. არ ვიცი, ეს რამე კავშირში არის თუ არა მეორე ბავშვთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქცევა შეცვლილია. გაღიზიანებულია უფრო მეტად, მეტ ყურადღებას ითხოვს. პატარას რომ ვაჭმევ, მაინცდამაინც მაშინ მოვა და რაღაცა უნდა, სჭირდება.

ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა ქვეცნობიერი ეჭვიანობა. ეს არ არის მისთვის გათვითცნობიერებული ეჭვიანობა. ეს არის ქვეცნობიერი, იმიტომ რომმიკითხავს და ზუსტად ვიცი, რომ არ მატყუებს, არ ეჭვიანობს.მაგრამ ქვეცნობიერად, მე მგონი, ნერვები ეშლება იმაზე, რომ აღარ ვართ ჩვენ სამნი.

nuki-1789383140.png

ბენი

ბენი საჭმელებსაც აკეთებს და ძალიან რთულ საჭმელებს, ჩემთვის ძალიან რთულს. ძიძის გარეშე ვზრდი ორივე ბავშვს. და როგორ ვამაყობდი ამით. ახლა კი მგონია, რომ არ იყო სწორი, დებილო, მიდი რა, ძიძა მოიყვანე... ვინ დაგიფასებს მაგას? არავინ. არ დავიღალე? მიშველეთ (იცინის).

ბენის როლი ამ ყველაფერში მთლად ისეთი გადასარევი, როგორც სოციალურ ქსელებში ვაჩვენებ, არ არის. ხანდახან ნერვებსაც მიშლის.

უფროს ბავშვზე... ოცდაოთხი საათი მართლაც ოლივერთანაა ჩართული... ფეხბურთს თამაშობს, გაკვეთილებზე ეხმარება...

ამ პატარაზე თითქოს ხელები ეწვის. აი, ასე, ხელში რომ დააჭერინებ — „აჰ, აჰა, უჰ, აჰ“. აი, ასე ემართება. ანუ დავაჭერინებ და ორ წუთში იატაკზეა ეს ბავშვი. დავაჭერინებ — კარადაზეა. აი, სადღაც უნდა მიაჩოჩოს, ვიღაცას მისცეს და მერე მივხვდი, იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ შვება. ვერ აქვთ კომუნიკაცია ჯერ.

უფროსი პასუხობს, ელაპარაკები და იმასთან უფრო სიახლოვეა. პირველზეც ასე იყო, რაღაცა ასაკამდე უჭირს, სადღაც წლამდე, სანამ სიარულს დაიწყებს და მერე ვენაცვლებით ერთმანეთს.

ოვისთან - საჭმელი გაუკეთე, ფეხბურთი ეთამაშე, იმეცადინე, წაიყვანე, წამოიყვანე...სულ რაღაცაში არიან.

და ახლა, სამაგიეროდ, მე ვისვენებ. უფროსზე ტრ...ის გაწმენდაც რომ იყოს, მე არ დამიძახებს, ბენს დაუძახებს. და ამასობაში საჭმელსაც აკეთებს.

nuki66-1773479082.pngnuki-1786292457.png

მეტყველების შეფერხება

...ეს ახლა აღარ არის ისეთი პრობლემური თემა. როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს, არ ვიცი.

აი, წარმოიდგინეთ, რომ პირველი შვილია. გარშემო იხედები და ყველა ბავშვი იძახის „დედა“, „მამა“, „მომეცი“. მე ველაპარაკებოდი მხოლოდ ქართულად.მამამისი ელაპარაკებოდა მხოლოდ ინგლისურად, იმიტომ, რომ არ საუბრობს ქართულად. და არაფერს არ იძახდა. არც თითის გაშვერა, არც არაფერი.

წარმოიდგინეთ, ვიღაცა იძახდა, რომ ეზარება, ზარმაცია. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემ — ნუ, აი, არა. სიცარიელე. „ნაყინს მოგცემ“, „მილიონ დოლარს“, არ ვიცი, რა გინდა — არაფერი არ ესმის. გიყურებს, აბსოლუტურად არაფერი არ ესმის. მაშინ საქართველოში, ვიყავი პანდემიის დრო იყო და აქ მივიყვანე სხვადასხვა თერაპევტთან. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა — აუტიზმი...

რაც, სხვათა შორის, არ შეშინდეთ, თუ თქვენს შვილს მართლა აქვს აუტიზმი. მას უბრალოდ მიხედვა სჭირდება, სწორ გზაზე დაყენება და საკმაოდ მართვადი არის დღესდღეობით აუტიზმი. გააჩნია სირთულეს და რამდენად ადრე დააფიქსირებ...მაგრამ ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი, უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება.

ორი წლის ასაკში, უკვე ამერიკაში რომ დავბრუნდი პანდემიის მერე, მივიყვანე აუტიზმის აკადემიაში, უნივერსიტეტში,და აბსოლუტურად ყველგან მითხრეს, რომ არანაირი კვალიც არ არსებობს მაგისიო. უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება, რომელიც არის გამოწვეული იმით, რომ მისი ტვინი უბრალოდ ორ ენას ვერ ეგუებაო. ვიღაცის ტვინი ხუთს ეგუება და პირიქით. აი, სულ იძახიან, რომ დაელაპარაკე სხვადასხვა ენაზე. ამისი ტვინი უბრალოდ რაღაცნაირად ჭედავდა.

და კი, ბილინგვა ოჯახებში ზოგადად არის მიღებული, რომ ელაპარაკო ორ ენაზე. ბავშვი იწყებს ორ ენაზე თანაბრად საუბარს. უბრალოდ შესაძლებელია, საუბრის დროს ორივე ენა აურიოს ერთმანეთში, მაგრამ ეს დარღვევა არანაირად არ არის.ასევე არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც უბრალოდ ჩუმდება, იმიტომ რომ ვერც ერთზე ვერ იწყებს და ვერც მეორეზე. და მომცეს რჩევა: „შეწყვიტეთ ქართული, აირჩიეთ ერთი, დაიწყოს იმ ერთ ენაზე.“

და მე ვიმუშავე ამაზე. ყოჩაღი ვარ მართლა ამაში. მთლიანად გადავდე ჩემი ცხოვრება და დავიწყე ყოველდღე. მქონდა ბარათები, ვიძახდი, „აი, ლომი“. ვმეცადინეობდით. მერე მქონდა მაცივარზე მიკრული, მაგალითად, აი, აბაზანა. ოღონდ ჩვენი აბაზანა. წავედი და გადავუღე ფოტო აბაზანას, გადავუღე ოვის. ოვის უნდა ეჩვენებინა, რომ უნდა საათი და უნდა ეჩვენებინა, რომ უნდა აბაზანაში, უნდა აქ, აბაზანაში. და აი, ასე ყველაფერი გავაკეთეთ და დაიწყო ლაპარაკი...

ამიტომ სასურველია, როცა პრობლემაა, ერთ ექიმს არ აჩვენოთ, სამს მაინც აჩვენეთ, რომ აუტიზმი არ გითხრან ეგრევე, იმიტომ რომ მგონია, ძაან მარტივად აქვთ აქ — აი, აუტიზმი, ყველას აუტიზმი აქვს. "იცით, რა არის? ადრე უბრალოდ არ აფიქსირებდნენ. სპექტრი ძალიან დიდია" - გეუბნებიან და შენც უყურებ და გჯერა... მაგრამ არა — აუტიზმი ერთია, ADHD მეორეა, კიდევ ათასი რაღაცა არსებობს. და ასე უბრალოდ ამ დიაგნოზის გასროლა არ ვარგა, იმიტომ რომ სხვა მიდგომა სჭირდება.იმიტომ კი არა, რომ „ვაიმე, აუტიზმია და გვეშინია“. არა, უბრალოდ სხვა სწავლა სჭირდება აუტიზმს, სხვა სწავლა სჭირდება ADHD-ს, სხვა სჭირდება კიდევ სხვა რაღაცას. და არ აგრიონ მაგ ამბავში.

  • ექიმი თამარ ობგაიძე:

- ზოგადად უნდა ითქვას, რომ მეტყველების ორი ტიპი გვაქვს. ეს არის რეცეფციული მეტყველება, ანუ როდესაც ადამიანს ესმის, რასაც ელაპარაკები — მიმართული საუბარი. და მეორე ეს არის, როდესაც ის აკეთებს ამის ექსპრესიას, ანუ გამოხატვას.

რეცეფციული მეტყველების განვითარება იწყება აუცილებლად დაბადებისთანავე. ანუ უნდა მოხდეს მუდმივი კონტაქტი, მუდმივი საუბარი. შეგიძლიათ წაუკითხოთ საყვარელი ლექსებიც და ნაწარმოებებიც და ესაუბროთ გამართული ენით. და ეს იწვევს სწორედ რეცეფციული მეტყველების განვითარებას.

მაგრამ თუ არის ასეთი შემთხვევები, რომ ვაკვირდებით ბავშვს, თუ თვრამეტ თვემდე თქვენი ბავშვი არ ამბობს არც ერთ სიტყვას მიმართულად, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ექიმს ეს ამბავი ვაცნობოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომ მეტყველების განვითარების შეფერხება.

რადგან ამას სჭირდება თავის დროზე ჩარევა და მოწესრიგება.

იავნანა მეტყველების განვითარებაზეც მოქმედებს: მამამაც შეიძლება ბავშვს იავნანა უმღეროს
როგორ გავარჩიოთ აუტისტური სპექტრის ნიშნები მეტყველების პრობლემისგან - ენისა და მეტყველების თერაპევტი მთავარ განმასხვავებელზე
წიგნები, რომლებიც ბავშვს ჯერ კიდევ კითხვის სწავლამდე განუვითარებს აზროვნებასა და მეტყველებას
დედა ისვენებს, მამა - ვერ... - ნუკი კოშკელიშვილი მხიარულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)