"9 წელია საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ ჩემს შვილს სჭირდებოდა მედიკამენტების შეცვლა... ქვეყანა, სადაც ექიმი ეუბნება მშობელს, რომ მისი შვილი მაინც ვეღარ განვითარდება, მუთაქასავით ედება სახლში და ჯობია, მეორე გააჩინოს..." - თამთა საბელაშვილის ემოციური მიმართვა საფრანგეთიდან - მშობლები

"9 წელია საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ ჩემს შვილს სჭირდებოდა მედიკამენტების შეცვლა... ქვეყანა, სადაც ექიმი ეუბნება მშობელს, რომ მისი შვილი მაინც ვეღარ განვითარდება, მუთაქასავით ედება სახლში და ჯობია, მეორე გააჩინოს..." - თამთა საბელაშვილის ემოციური მიმართვა საფრანგეთიდან

2026-05-20 20:59:53+04:00

3 შვილის დედას თამთა საბელაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. თამთა ძლიერი და გამბედავი დედის მაგალითია ბევრისთვის. ის სამ შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდება. "ტიკტოკის" საშუალებით უზიარებს ხოლმე გამომწერებს თავის ისტორიას – შრომის, ბრძოლის, თავდაუზოგავი სიყვარულისა და მიზანდასახულობის შესახებ.თამთას ცხოვრება საქართველოში რთული იყო: ოჯახური სირთულეები, შშმ ბავშვთან ერთად ცხოვრების გამოწვევა, თუმცა საფრანგეთში წასვლამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის გარეშე უწევს ცხოვრება და ფიზიკურად მუშაობს, არასდროს ნებდება და ცდილობს, შვილებს საუკეთესო პირობები შეუქმნას.ტიკტოკზე მისი გვერდი ბევრისთვის შთამაგონებელია. თამთა არა მხოლოდ საკუთარ სირთულეებზე საუბრობს, არამედ სხვა ქალებსაც აძლევს მოტივაციას, რომ ცხოვრების გამოწვევებს არ შეუშინდნენ.

ამჯერად თამთამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს დაუჭირა მხარი და ვრცელი ვიდეო ჩაწერა, ვისაც არ ესმის მშობლების გასაჭირი:

"დაახლოებით 9 წელია, რაც საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ ჩემს შვილს სჭირდებოდა მედიკამენტების შეცვლა. იტანჯებოდა ორწლიანი ეპილეფსიური შეტევებით და სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოხერხდა წამლების იმდენჯერ შეცვლა, რამდენჯერაც საჭირო იყო, სანამ არ იპოვიდნენ საჭირო მედიკამენტს. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა გვერდმა შემომთავაზა სტატიის ჩაწერა. გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით და როდესაც ჩემი სტატია გავიდა, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. უარყოფითი კომენტარების ავტორებს არ სჯეროდათ, რომ საქართველოში მსგავსი სიტუაცია საერთოდ არსებობდა და შეიძლებოდა, რომ გადამხდენოდა და ჩათვალეს, რომ მე ამ ყველაფრის მოგონება დამჭირდა იმისთვის, რომ წამოსულიყავი საფრანგეთში და ამ მიზეზებით გამემართლებინა ჩემი გადაწყვეტილება.
mshoblebi-1779299364.png
ამ ვიდეოს ჩაწერა ჩემთვის მარტივი არ არის იმიტომ, რომ მე უბრალოდ ვიდეოებზე დაყრდნობით არ მინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ დედებს, რომლებიც დღეს აქციას მართავენ თავიანთი შვილების დასაცავად. და მინდა რამდენიმე ფაქტი გავიხსენო საქართველოში ყოფნისას და თუ რატომ არ დავბრუნდებოდი არც ახლა საქართველოში, როდესაც მისვამენ კითხვას, ჩამოხვიდოდი თუ არაო, ეგრევე მახსენდება ყველა ის პრობლემა, რაც მოვიტოვე, დავტოვე იქ და ცხოვრება დავიწყე თავიდან. მაგრამ ჩემზე ძლიერები აღმოჩნდნენ სხვა დედები, რომლებიც ესე საჯაროდ გამოვიდნენ და სულ ვნატრობდი, რომ მეთქი იქნებ ვინმემ მაინც შეძლოს, რომ ამოიღოს ხმა და სხვის დასანახადაც გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომ სხვა მშობელსაც უბიძგოს, რომ მარტო არ არის და ყველანი უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით. ქვეყანაში, სადაც ექიმი ეუბნება მშობელს, რომ მისი შვილი მაინც ვეღარ განვითარდება და მუთაქასავით ედება სახლში და ჯობია, მეორე გააჩინოს; ქვეყანაში, სადაც ექიმი ეუბნება მშობელს, რომ იმაზე მეტს ვეღარაფერს დავმართებ ჩემს შვილს, რაც დაემართა, იმიტომ, რომ გამოცვლა მეშინოდა ხოლმე და ვერ ვუცვლიდი ძაან, რადგან ზონდი ჰქონდა ცხვირში გაკეთებული; ისეთ ქვეყანაში, სადაც მარშრუტში ვერ ავდიოდი იმიტომ, რომ მეუბნებოდნენ, ბავშვი, რომელიც არ ტირის და არც საუბარი არ შეუძლია, ოდნავ რაღაც ხმებს გამოსცემდა ხოლმე და ამის გამო მაიძულებდნენ, რომ მევლო ტაქსით, იმიტომ რომ ავადმყოფი ბავშვი თურმე სხვებსაც შეაწუხებსო... და არ ვიცი, რა აწუხებდა სხვებს, მაგრამ მაინც, ალბათ ყურება; ქვეყანაში, სადაც ორი კვირა მკურნალობის გამო 2500 ლარი გვქონდა გადასახდელი და მოლარე-ოპერატორი ჩვეულებრივად ისე გვიშვებდა, რომ თუ ამ თანხას არ გადაიხდით, შენი შვილი რომ კვდებოდესო, აქ მეორედ ფეხს ვეღარ შემოდგამთო; ქვეყანაში, სადაც თანადგომა ჰგონიათ სიბრალული და შეცოდება და ამისთვის თურმე მადლობლები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ეცოდებათ; ქვეყანაში, სადაც დედას ჯანმრთელი შვილი ჰყავს და საერთოდ ფეხებზე კიდია მის გვერდით მშობელი, სხვა დედა თუ რა ტკივილს გადის და თავის შვილსაც არ ასწავლის ამ ბავშვების მიმართ ემპათიას და სიყვარულს, საერთოდ არ მიკვირს ის ყველაფერი, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში...
მე არ ვიცი, ან როგორ შეიძლება სინდისმა არ შეგაწუხოს, რომ შენ რაღაც ვილებს ყიდულობდე, სამოგზაუროდ დადიოდე და სხვა მშობელი უბრალოდ მთელი ღამე ათენებდეს იმაზე ნატვრაში და ოცნებაში, რომ თავისი შვილის ტკივილი შეამსუბუქოს. და არ ვიცი, მე მგონია, რომ იქ არა მხოლოდ ასეთი ბავშვის დედები, არამედ ჯანმრთელი ბავშვის დედებიც უნდა იყვნენ. ანუ თქვენ უნდა აჩვენოთ ზუსტად სახელმწიფოს, რომ თქვენ, რომლის შვილსაც არაფერი პრობლემა არ აქვს და არავინ არ ხართ დაზღვეული ცხოვრებაში, თუ რა გელოდებათ ხვალ, აუცილებლად უნდა დაუდგეთ გვერდით. ძალიან ვწუხვარ, რომ მე არ შემიძლია, მანდ ვიყო და უფრო მეტად მოგაწვდინოთ ხმა, როგორც საჭიროა და თავის დროზე ალბათ მე სისუსტე გამოვიჩინე ან უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი შვილი გადამერჩინა და ჩამოვედი საფრანგეთში. მაგრამ აქ გვეუბნებიან, რომ საქართველოში ყველაფერი მოგვარებულია და ყველანაირი ჯანმრთელობის მკურნალობა შეიძლება და არაფერი გვესაქმება აქ. ანუ აქაც არ გვიღებენ ისე, როგორც გვჭირდება და ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაშიც არაფერი არ არის დაფინანსებული და არაფერი არ არის მშობლებისთვის გვერდში დგომისთვის გაკეთებული.
და მიხარია, რომ მე მშვიდად მძინავს და ზუსტად ვიცი, რომ გიორგის რაც არ უნდა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, უცებ გავიქცევი და ექიმს ვაჩვენებ ისე, რომ არ შემეშინდება ამისთვის 150 ლარი კონსულტაციაზე ერთი სიტყვის სათქმელად მაქვს თუ არა. და ძალიან ვწუხვარ, რომ მშენებლობებს და რაღაც ფასადების გაკეთებას გაცილებით მეტი ხმარდება, ვიდრე ასეთი ბავშვების გადარჩენას. ვიდეო შემხვდა ორი ქალბატონი, ერთ-ერთი ამბობდა, რომ ჩემს შვილსო არაფერი არ აკლიაო და მეორე ამბობდა, რომ თურმე გენიოსები მაინც არ გაგვეზრდებიანო. ჰოდა გვაპატიეთ, გვაპატიეთ, რომ გვინდა, ჩვენი შვილები უბრალოდ ცოცხლები იყვნენ...
თქვენ უბრალოდ სიცხის აწევაზე გამხდარხართ ცუდად და გამოგიძახებიათ ექიმი და ვერასოდეს გაიგებთ, ასეთ მშობლებს როგორი სირთულეების გადატანა გვიწევს. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ამ ადამიანებში და საზოგადოებაში გვეჭიროს ჩვეულებრივი ადგილი და არა რაღაც თითქოს ჭირი ან მუნი გვჭირდეს. მეორეც ეს ერთი, არც ერთ დედას არ უნდა, რომ თავისი შვილი იყოს ცუდად და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჯანმრთელი ადამიანები, ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები, ამდენად მენტალურად, არ ვიცი, განადგურებული ხართ და არანაირი ემპათია არ გაგაჩნიათ არც როგორც დედის, არც როგორც მშობლის, არც როგორც ადამიანის და ძალიან მეშინია თქვენი გაზრდილი შვილების, რომლებიც შეიძლება ჩემს რომელიმე შვილს ცხოვრებაში გადაეყარონ.
მოკლედ, ძლიერად იყავით, არ დანებდეთ, სანამ თქვენსას არ მიიღებთ და თუ როდესმე მე ისევ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მექნება და შემეძლება, რომ რაიმეთი დაგეხმაროთ, აუცილებლად გავაკეთებ ამას...

მიეცით ბავშვებს წამალი! ვერასოდეს ვერავინ გაიგებს რას ვგრძნობთ, მაგრამ შეგიძლიათ ეს თანადგომა სხვანაირად დაანახოთ და გამოხატოთ... ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას".

ერთი წელი სიბნელეში ვიყავით, გამოსავლის მოძებნასაც ვერ ვახერხებდით... ფსიქოლოგიური დახმარება გვჭირდებოდა... რაც გუშინ შეეძლო, დღეს ვეღარ აკეთებს... დღეს ჩემი შვილი კიბეზე დახმარების გარეშე ვეღარ ადის... - მშობლები დიუშენის შესახებ
თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხები... არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას - ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე
ჩემი შვილიც და სხვა ბავშვებიც ახლა უკიდურეს ზღვარზე არიან. სანამ ბავშვი ჯერ კიდევ დადის, მედიკამენტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - რას ამბობენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია - პირველი სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
მე ამ მედიკამენტებისთვის უკვე დიდი ვარ, 21 წლის ვარ. ყველა კუნთი უკვე მოდუნებული მაქვს... 5 წელია გარეთ ვეღარ გავდივარ... დაეხმარეთ ბავშვებს, რომ არ გამოიარონ ჩემნაირი ცხოვრება... - დიუშენით დაავადებული ბიჭის ემოციური მიმართვა