სტუდენტების ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 930 000 ლარი შეგროვდა - მშობლები

სტუდენტების ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 930 000 ლარი შეგროვდა

2026-05-23 10:29:22+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი გაერთიანება, “დაიცავი ილიაუნი”, 20 მაისიდან ლაივ სტრიმის მეშვეობით აგროვებს თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...).

სტუდენტების ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე 930 000 ლარი შეგროვდა.
"დაიცავი ილიაუნის" მარათონი ლაივ რეჟიმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თანხა კი ყოველწუთიერად იზრდება. მარათონს შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიებიც.
მარათონი - ვაგროვებთ თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის
თბს: #GE20TB7881145068100026
ბოგ:
#GE49BG0000000611756133
ქისა:
https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd
მიმღები: დავით მშვენიერაძე
  • "დაიცავი ილიაუნი 20 მაისის 18:50 საათიდან უწყვეტ LIVE რეჟიმში გადის! ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბებისა და საქმიანობის მთავარ მოტივს საქართველოს ნათელ მომავალზე ზრუნვა წარმოადგენს, რისი მთავარი გასაღებიც განათლებული ახლანდელი და მომავალი თაობაა. თუმცა,არსებობს რამდენიმე წინაპირობა, მათ შორის ახალგაზრდების ჯანმრთლეობა, რის გარეშეც ჩვენი მიზანი ვერ იქნება მიღწეული.ჩვენ ვგმობთ, რომ ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, რომლისთვისაც საჭირო ოდენობის თანხის აგროვება, ვერც მათი ოჯახის და ვერც საქართველოს მოსახლეობის დახმარებით არის შესაძლებელი. მაგრამ, გარდა მედიკამენტებისა, დიუშენის დისტროფიის მქონეთათვის არსებობს სხვა საჭიროებები (ადაპტირებული მანქანები, სასუნთქი აპარატები, ეტლები და ა. შ.), რომლის შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად შექმნილია ფონდი და საქართველოს მოსახლეობა უწევს დაავადებულ ბავშვების ოჯახებს ფინანსურ დახმარებას.ჩვენ, დაიცავი ილიაუნის გუნდი, 20 მაისს 18:50 საათიდან, აქციის მიმდინარეობისას გავალთ LIVE-ში, რომელიც განუწყვეტელ რეჟიმში გაგრძელდება და არ დამთავრდება, სანამ ზემოთ აღნიშნული საჭოროებების შესაძენად ფონდის ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აღირიცხება. გარდა ამისა, იგეგმება საქველმოქმედო გარბენი, რის შესახებაც დეტალებს და სხვა სიახლეებს გაიგებთ LIVE სტრიმის მეშვეობით", - ამბობენ სტუდენტები.

თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხები... არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას - ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე
არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი - თამუნა მუსერიძის მორიგი გამარჯვება და დიუშენის მქონე პაციენტების მხარდაჭერა ვარშავის სცენიდან
ერთი წელი სიბნელეში ვიყავით, გამოსავლის მოძებნასაც ვერ ვახერხებდით... ფსიქოლოგიური დახმარება გვჭირდებოდა... რაც გუშინ შეეძლო, დღეს ვეღარ აკეთებს... დღეს ჩემი შვილი კიბეზე დახმარების გარეშე ვეღარ ადის... - მშობლები დიუშენის შესახებ
ჩემი შვილიც და სხვა ბავშვებიც ახლა უკიდურეს ზღვარზე არიან. სანამ ბავშვი ჯერ კიდევ დადის, მედიკამენტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - რას ამბობენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია - პირველი სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
მე ამ მედიკამენტებისთვის უკვე დიდი ვარ, 21 წლის ვარ. ყველა კუნთი უკვე მოდუნებული მაქვს... 5 წელია გარეთ ვეღარ გავდივარ... დაეხმარეთ ბავშვებს, რომ არ გამოიარონ ჩემნაირი ცხოვრება... - დიუშენით დაავადებული ბიჭის ემოციური მიმართვა